"პრესრელიზშიც იკითხება ის, რაც მოწერილ წერილში იყო ხაზგასმული" | იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის პრესრელიზს ისევ განსხვავებულად კითხულობს

გამოქვეყნდა:

"პრესრელიზშიც იკითხება ის, რაც მოწერილ წერილში იყო ხაზგასმული" - ასე ეხმაურება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მორიგ პრესრელიზს იუსტიციის სამინისტროს მოადგილე, რომელიც სტრასბურგის პრესრელიზს ისევ განსხვავებულად კითხულობს.

სამინისტროში ამბობენ, რომ იმ ორკვირიან ვადას, რომელიც მას კონკრეტული დოკუმენტაციის გასაგზავნად აქვს მიცემული, სრულად გამოიყენებენ. 

პრესრელიზიდანაც ძალიან მკაფიოდ იკითხება იგივე, რაც მოწერილ წერილში იყო ხაზგასმული, რომ მომჩივნის ერთადერთი მოთხოვნა იყო მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა, თუმცა, ამისგან განსხვავებით, ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ თავად მომჩივანს უნდა მოუწოდოს დაჟინებით, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა.

და რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, მან 2 კვირის ვადაში 24 ნოემბრამდე უნდა მიაწოდოს ევროპულ სასამართლოს ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მისი უსაფრთხოების შესახებ.

შესაბამისად, ფაქტიურად, ის რაც მხარეებისთვის იყო ცნობილი და რაც ჩვენ წერილობით გვეცნობა, ახლა უკვე ნებისმიერი მესამე პირისთვის არის ხელმისაწვდომი  არის განთავსებული ევროპული სასამართლოს ვებგვერდზე, - ამბობს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი