ოპოზიციის არასერიოზულობას საზოგადოება შესაბამის განაჩენს არჩევნებზე გამოუტანს - ოხანაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ გაუგებრობას ეხმაურება. ითხოვს, რომ ოპოზიციამ კონრეტული სტრატეგია წარადგინოს და შესაძლო მაჟორიტარებთან დაკავშირებით, მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბროს. 

ვფიქრობ, რომ ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება და საზოგადოება ამას არჩევნებზე შესაბამის განაჩენს გამოუტანს, - ანრი ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ევროპულმა საქართველომ" "ნაციონალურ მოძრაობასა" და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ ყველა პარტიას მოუწოდა, დაიწყოს კონსულტაციები და შეთანხმდნენ პირველ რიგში თბილისის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე. პარტიაში ფიქრობენ, რომ ენმ-ს წევრების ბოლო განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ ისინი შეთანხმების დარღვევას აპირებენ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ყველა პარტიას მოუწოდებენ, დასხდნენ მაგიდასთან და მიაღწიონ შეთანხმებას.

მაჟორიტარების საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ, "ლელომ" ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ისინი გაერთიანებულ ოპოზიციას არ უერთებოდნენ და 30-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატს დაასახელებდნენ. ამის შემდეგ, მორიგი განცხადება უკვე გუბაზ სანიკიძემ გააკეთა. თქვა, რომ უკვე გარკვეულია, რომ საერთო კანდიდატებზე მთლიანად შეთანხმება ვერ მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი