რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერეთი ლიდერი დავით ბერძენიშილი ''ევროპული საქართველოს'' წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მან "ევროპული საქართველოს" ბრიფინგს თვის დაზღვევა და უკან მიდევნებული ლამპარი უწოდა.
არაფერი პორბლემა არ არის, თავის დაზღვევის უფლება აქვს ყველა პარტიას, მაგრამ ამასთანავე მე ძალიან მყარად ვიცი, რომ ისინი ძალიან კმაყოფილები არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან"და სხვა პარტიებთნ შეთნხმებით, - აცხადებს ბერძენიშვილი.
ცალკეული პარტიის სირთულეებს ასევე გამოეხმაურა ''ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის'' მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე.
რა თქმა უნდა, იქნება რაღაც სირთულეები ამ შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ხელს შევუწყობთ იმ პროცესს, რომ შეთახმება შედგეს და იყოს წარმატებული ოპოზიციისა და ჩვენი ამომრჩევლისთვის, - ანცხადებს ანზორ ბიწაძე.
''ლელო'' კი ისევ ძველ პოზიციაზეა - 30-ვე ოლქში პარტიას მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება, თუმცა, ბადრი ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციასთან აქტიური კოორდინაცია და დისკუსიაც იყოს იმ საკითხებზე, რომლებიც საერთო მაჟრიტარული კანდიდატების დასახელებას შეეხება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ევროპულმა საქართველომ" "ნაციონალურ მოძრაობასა" და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ ყველა პარტიას მოუწოდა, დაიწყოს კონსულტაციები და შეთანხმდნენ პირველ რიგში თბილისის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე. პარტიაში ფიქრობენ, რომ ენმ-ს წევრების ბოლო განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ ისინი შეთანხმების დარღვევას აპირებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ყველა პარტიას მოუწოდებენ, დასხდნენ მაგიდასთან და მიაღწიონ შეთანხმებას.
მაჟორიტარების საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ, "ლელომ" ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ისინი გაერთიანებულ ოპოზიციას არ უერთებოდნენ და 30-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატს დაასახელებდნენ. ამის შემდეგ, მორიგი განცხადება უკვე გუბაზ სანიკიძემ გააკეთა. თქვა, რომ უკვე გარკვეულია, რომ საერთო კანდიდატებზე მთლიანად შეთანხმება ვერ მოხდება.