ომბუდსმენს ემუქრება და მის საქმიანობაში აშკარად ჩარევას ცდილობს - ნიკა სიმონიშვილი კობახიძეზე

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ის ომბუდსმენის საქმიანობაში აშკარად ჩარევას ცდილობს.

"იმასაც მოვესწარით, რომ მმართველი გუნდის ლიდერი სახალხო დამცველს ემუქრება და მის საქმიანობაში აშკარად ჩარევას ცდილობს.

იქ, სადაც პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ (სასამართლოში, პროკურატურაში), მარტივადაა საქმე და მართლა დამოუკიდებელ ინსტიტუციასთან მუქარა გახდა საჭირო", - წერს ნიკა სიმონიშვილი. 

ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრებს დაემუქრა. მან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას "ფეიკი" უწოდა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამას გაგრძელება მოჰყვება "საფრთხეების" კუთხით, რაზეც ხელისუფლება საუბრობდა, შესაძლოა, როგორც ომბუდსმენის, ისე ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი