სახალხო დამცველის დისკრედიტაციის ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ ქართული ოცნება უკვე ღია მუქარაზე გადადის.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი კომისიის დასკვნას სიცრუედ მიიჩნევს და ლომჯარიას და მედიკოსების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
ირაკლი კობახიძეს კვლავ აშინებს სცენარი, რომლის დროსაც მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისას შესაძლოა მხარდამჭერებმა გაიტაცონ და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სწორედ ამ სცენარის მხარდაჭერაში ადანაშაულებს ომბუდსმენსა და მედიკოსებს.
სამოქალაქო ორგანიზაციები მმართველი პარტიის ლიდერის ამ განცხადების შემდეგ ერთხმად აცხადებენ, რომ ეს არის პირდაპირი თავდასხმა სახალხო დამცველის ინსტიტუტზე.
ასევე იხილეთ: