"ის იმსახურებს ბაიდენის ადმინისტრაციის ყურადღებას" | Washington Examiner მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ის იმსახურებს ბაიდენის ადმინისტრაციის ყურადღებას" - ასე ეხმაურება გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა  Washington Examiner მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. 

გამოცემა წერს, რომ ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებამ სხვა ქართველი პოლიტიკოსები მის მხარდასაჭერად მსგავსი ქმედებებისკენ "აიძულა". მათ შორის, პროდასავლელი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია უკვე ორი კვირაა შიმშილობს და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. სტატიაში აღნიშნულია, რომ როგორც ამბობენ, გაუარესდა ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც. 

"როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობის მიერ შავ ზღვაში აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო ხომალდების მასპინძლობის გამო, ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობს, რომ სააკაშვილის მოპყრობის უფრო ძლიერმა დაგმობამ შეიძლება გამოიწვიოს თბილისის მიერ, უფრო მეტად პრორუსული პოზიციის არჩევა. ეს არის შეცდომა. ქართველები შეერთებულ შტატებისგან მოელიან ლიდერობისთვის და საქართველოს მთავრობის მიდგომა ნათელია: ის უკვე ამჯობინებს რუსულ კრონიზმს დასავლეთთან სერიოზული ჩართულობის ნაცვლად. ივანიშვილი კანონის უზენაესობას არ სცემს პატივს. ქართველებს სჭირდებათ და იმსახურებენ აშშ-ის მორალურ ლიდერობას და მხარდაჭერას", - ნათქვამია სტატიაში. 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.

მოგვიანებით, გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ამჟამად მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი