"გირჩი - მეტი თავისუფლების წევრმა", ირაკლი კუკანიამ 200 ლარიანი ჯარიმა გაასაჩივრა და საპატრულო პოლიციას ფოსტით გაუგზავნა.
ტექსტი ასომთავრული და ნუსხური ანბანითაა შედგენილი:
"რადგანაც ქართველების ტრადიციაა თავისუფლება, პატივი მივაგეთ თავისუფლებისათვის მებრძოლ წინაპრებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ასევე გააპროტესტებდნენ მსგავს უსამართლობას" - წერს ირაკლი კუკანია.
შეგახსენებთ, ქვეყნის 6 ქალაქში, სუს-ის შენობებთან პერფორმანსები "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრებმა 12 ნოემბერს გამართეს.