
"ამას უკავშირდება ნარკომანია და ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში, რასაც ქვია ნარკომანია"- ონლაინკაზინოებზე რეგულაციების გამკაცრების დაანონსების შემდეგ, პრემიერმინისტრმა ნარკოტიკულ ნივთიერებებსა და ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა.
ღარიბაშვილის თქმით, ნარკოკანონმდებლობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ლოიალური გახდა. მისი თქმით, უნდა გამკაცრდეს ნივთიერებების გაყიდვის პროცესი და მოხდეს მკაცრი მონიტორინგი.
"ბოლო პერიოდში საერთოდ საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები ნაცვლად იმისა, რომ დასაქმდნენ სპორტით, სხვადსხვა საქმიანობით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებული აი, ამ სწორედ მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ჩვენ გვექნება დამატებით საუბარი და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამავე თემაზე: