იაპონიაში მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დელტა შტამი თვითგანადგურებას განიცდის

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის დელტა შტამი შესაძლოა თვითგანადგურების რეჟიმში იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური სააგენტოები, მეცნიერებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

იაპონიის გენეტიკის ეროვნული ინსტიტუტის ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ შტამი იქ "ბუნებრივი გადაშენებისკენ" მიისწრაფვის, მას შემდეგ რაც რამდენიმე მუტაციამ ვერ შეძლო საკუთარი თავის ასლების გაკეთება.

პროფესორი ინოუ ამბობს, რომ ვირუსმა იბრძოლა შეცდომების დროულად გამოსწორებაზე და საბოლოოდ გამოიწვია საკუთარი "თვითგანადგურება".

ზოგიერთი ექსპერტი იაპონიაში ინფიცირების შემთხვევების შემცირებას ქვეყნის ვაქცინაციის 76,2%-იანი მაჩვენებელს და პირბადის ტარების მაღალ მაჩვენებელს უკავშირებს, თუმცა პროფესორი ინოუ მიიჩნევს, რომ ინფიცირების რაოდენობა მოიმატებდა დელტა შტამი რომ "ცოცხალი და კარგად მყოფი" იყოს.

საპირისპირო ვითარებაა ევროპაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების სწრაფი ტემპით მატების გამო ახალი კოვიდ რეგულაციები დაწესდა. ავსტრიაში მთავრობამ სრული ლოქდაუნიც გამოაცხადა და რესტორნების, ბარების, სალონებისა და მაღაზიების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი