სახალხო დამცველი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.
ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმი პროცესში ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით ჩაერთვება.
"გუშინ მივიღეთ ჯანდაცვის მინისტრის თხოვნის წერილი, რომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთოს მიხეილს სააკაშვილის მკურნალობის პროცესში. ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგელობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა ჩვენ ჩავერთვებით პროცესში ზედამხედველობის მიზნით. ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმს ჩვენი კონსილიუმი წარუდგენს ე.წ. მეორე მოსაზრებას, რაც არის აპრობირებული გზა მოსაზრების გაზიარებისა და რეკომენდაციების წარდგენის სამედიცინო სფეროში",- თქვა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილი უკვე მოინახულეს სახელმწიფო კონსილიუმის წევრებმა. ექიმების შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ კრიზისი გადალახულია. ამავე თემაზე: