ჩვენი მართლმსაჯულება საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავეა, სერიოზული პოლიტიკოსი ახალ კოლეგიაზე არ უნდა მსჯელობდეს - ვოლსკი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის აზრით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავეა და "რაღაც ახალი კოლეგიის" შექმნაზე სერიოზული პოლიტიკოსი ამაზე არ უნდა მსჯელობდეს.

ასე გამოეხმაურა ის ინიციატივას, რომ მიხეილ სააკაშვილი სპეციალურმა კოლეგიამ გაასამართლოს, სადაც უცხოელი მოსამართლეები იქნებიან წარმოდგენილნი.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება, რომ საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს.

"თუ რაიმეზე ეჭვები აქვთ, რომ სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ სტრასბურგის ვერდიქტი იყო უსაფუძვლო, რასაკვირველია, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ კვლავ საერთაშორისო სასამართლოს მიმართონ და ეს საკითხები დააყენონ დღის წესრიგში, მაგრამ რაღაც ახალი კოლეგია შეიქმნას სახელმწიფოში, რომლის მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავეა და რეგიონში პირველ ადგილზე, ამაზე არ უნდა მსჯელობდეს ნებისმიერი სერიოზული პოლიტიკოსი, რაღაც სხვა სასამართლო შეიქმნას, რომელიც ჩვენს სასამართლო სისტემაში არ არის გათვალისწინებული",- თქვა ვოლსკიმ.

მესამე პრეზიდენტის საქმეში უხცოელი მოსამართლები ჩართვის საკითხს დღეს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი