ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ პასუხობს კითხვას - როდის აპირებს ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებას. ამ თემაზე მას კითხვა მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაუსვეს.
"ამ შემთხვევაში მივდივართ პირადი ინფორმაციის და პირადი გადაწყვეტილების განსჯაზე, რაც ნამდვილად არ არის ეთიკური ჩემი აზრით", - თქვა თამარ გაბუნიამ.
მედიასთან ამ დრომდე ეკატერინე ტიკარაძესაც არ უთქვამს, როდის აპირებს, გაიკეთოს ვაქცინის მეორე დოზა. მიუხედავად ამისა, ის "მთავარ არხს" დაჰპირდა, რომ მეორე დოზის გაკეთებისას მიიწვევს.
ჯანდაცვის მინისტრი "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი დოზით 23 მარტს აიცრა.
ამავე თემაზე: