საფუძველი, რაც ვინმეს აფიქრებინებდა, რომ სასამართლოში კლანია, ვერ დავინახე - მოსამართლეობის კანდიდატი

გამოქვეყნდა:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენადი მაკარიძის თქმით, არ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანი არსებობს. 

ამ თემაზე მას კითხვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსმენის დროს ლევან იოსელიანმა დაუსვა და არგუმენტად "გამჭვირვალობა საქართველოს" 2020 წლის კვლევა მოუყვანა, სადაც გამოკითხულთა 47% ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში "კლანი" არსებობს. 

მანამდე მაკარიძემ თქვა, რომ იზიარებს მოსაზრებას, რომ დღეს მიმდინარე გასაუბრების პროცესი, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, ნეგატიურ გავლენას არ ახდენს სასამართლოსადმი ნდობის აღდგენის თვალსაზრისით.

"ყველა გამოკითხვას თავისი წესი აქვს, როგორ იქნა ჩატარებული, რა სოციუმში და ა.შ. ამას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მუდმივად, გამუდმებით, უკვე რამდენი ხანია ისმის, რომ ეს გავლენიანი ჯგუფი არსებობა. მხოლოდ განმარტებებით და რაღაც, ვერც ფაქტზე მითითება, ვერც პიროვნებაზე მითითება, "კლანის" ეს ტერმინიც გაჩნდა, მაგრამ საფუძველი ამისა, რაც ვინმეს აფიქრებინებდა, რომ ობიექტურად ეს ასეა, მე ჯერ ვერცერთ განცხადებაში ვერ დავინახე. გამოხატვა გარდა სახელებისა, რაში გამოიხატება ესეც ხომ უნდა ითქვას, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი", - თქვა მაკარიძემ. 

ცნობისთვის, დღეს, 25 ნოემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატებს, გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს უსმენს. პროცესს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის ნიშნად არ ესწრება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი