პოლიტიკური მართლმსაჯულება და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების მცდელობაა - დეკანოიძე "მთავარის" დაჯარიმებაზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, მარეგულირებელი კომისიის მიერ "მთავარი არხის" დაჯარიმება პოლიტიკური მართლმსაჯულებაა და ამის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

"ეს ნიშნავს პირდაპირ იმის მცდელობას, რომ პოლიტიკური ბერკეტი გამოიყენონ და დამოუკიდებელი მედია, თავისუფალი მედია, რომელიც რეალურად არის კრიტიკული ხელისუფლების მიმართ და ადამიანები, ვინც არიან ჩართული ყოველდღიურად ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო, ახალი ამბების გაშუქებაში ეს ადამიანები უბრალოდ გააჩუმონ და დამოუკიდებელი მედია გააჩუმონ", - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

ცნობისთვის, მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 25 ნოემბერს სამი კლიპის გამო დააჯარიმა. გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, "მთავარი არხი" არ აპირებს 112 ათასი ლარის გადახდას და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი შეფასებით, ეს უკანონო გადაწყვეტილებაა, რომელიც ივანიშვილის ცენზორებმა მიიღეს და რომელიც პრაქტიკულად არხის დახურვის ტოლფასია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი