
"თავი დაირეგულირეთ!" - მოძრაობა "სირცხვილია" კომუნიკაცების მარეგულირებელ კომისიასთან დღეს აქციას გამართავს.
აქციაზე, რომელიც 18:00 საათზე დაგეგმილი, აქტივისტები "მთავარი არხის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.
ცნობისთვის, მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 25 ნოემბერს სამი კლიპის გამო დააჯარიმა. გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, "მთავარი არხი" არ აპირებს 112 ათასი ლარის გადახდას და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი შეფასებით, ეს უკანონო გადაწყვეტილებაა, რომელიც ივანიშვილის ცენზორებმა მიიღეს და რომელიც პრაქტიკულად არხის დახურვის ტოლფასია.