საგანგაშოა, საფრთხეს უქმნის არხის ფუნქციონირებას - არასამთავრობოები "მთავარი არხის" სანქცირებაზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" სანქცირების კანონიერებაში ეჭვი ეპარებათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათი თქმით, არ არსებობს ნორმა, რომელიც არასაარჩევნო პერიოდში ეთერში მსგავსი კლიპის გაშვებას კრძალავს. 

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება სასამართლოში აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს და უკვე სასამართლოსგან მოისმინონ არგუმენტები და განმარტება, რამდენად კანონიერად მოხდა არხისთვის უმაღლესი ჯარიმის დაწესება. 

მათი თქმით, ეს სახიფათო სიგნალია როგორც დამოუკიდებელი მედიისთვის, ისე გამოხატვის თავისუფლებისთვის, რადგან ამის შემდეგ მარეგულირებლემა კომისიამ სანქცია შესაძლოა ნებისმიერი სხვა არგუმენტის საფუძველზეც გამოყენოს. 

ცნობისთვის, ბექაურის უწყებამ "მთავარი არხი" 25 ნოემბერს სამი კლიპის გამო დააჯარიმა. გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, "მთავარი არხი" არ აპირებს 112 ათასი ლარის გადახდას და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი შეფასებით, ეს უკანონო გადაწყვეტილებაა, რომელიც ივანიშვილის ცენზორებმა მიიღეს და რომელიც პრაქტიკულად არხის დახურვის ტოლფასია.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი