მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ორშაბათამდე მასთან დეპუტატების შესვლის პრობლემა მოგვარდება და ისევ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადასვლა არ მოუწევს. როგორც გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის თვითმიზანი ჯანმრთელობის კიდევ უფრო დაზიანება არაა, შესაბამისად იმედს იტოვებენ, დღის ბოლომდე ეს პრობლმა მოგვარდება.
რაც შეეხება ამჟამად მესამე პრეზიდენტს მდგომარეობას. როგორც ბასილაიამ თქვა დღეს ის იყო ყველაზე სუსტად:
"მიხეილ სააკაშვილი იყო ყველაზე სუსტად, რაც აქ გადმოსულა, ჩვენი აღქმით, ადვოკატებს რაც შეგვიძლია ვთქვათ. პოსტტრავმული სინდრომი აშკარად იყო გამოკვეთილი, თუმცა ამის მიუხედავად, ის მკაფიოდ აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი 29-ის პროცესზე დასწრებისთვის. ის სასამართლო პროცესს დაესწრება." ამბობს ბასილაია.
ის ხელისუფლებას მოუწოდებს, 29 ნოემბერს, სასამართლოსთან დანიშნული მშვიდობიანი შეკრება არ მოიმიზეზოს მიხელ სააკაშვილის იქ არ მიყვანის საბაბად და საშუალება მისცეს მესამე პრეზიდენტს, დაესწროს მისივე პროცესს. ბასილაიას თქმით, დემონსტრაციების ფონზე სასამართლო პროცესები ჩვეულებრივი მოვლენაა მთელ მსოფლიოში.
ამავე თემაზე:
მიხეილ სააკაშვილი ორშაბათამდე მკურნალობის კურსს არ შეწყვეტს - ადვოკატის განმარტება