"ნახვაწას გაუნაღდეს მოპარული მერობა" - ზუგდიდში, დაპირისპირებისას დაკავებულებს კითხავენ 

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის საკრებულოსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებულებს ზუგდიდის პოლიციაში კითხავენ. მათ შორის არის საკრებულოს ახლადარჩეული  ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით ფიფია. 

ზუგდიდში ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა, რასაც დაკავებები მოჰყვა.

"ნახვაწას გაუნაღდეს მოპარული მერობა" - ამბობენ "ოცნების" ოპონენტები. მათი თქმით, ბიუჯეტი მთლიანად ხელისუფლების ინტერესებზეა მორგებული და დაჩქარებული წესითაც ამიტომ მიიღეს, რადგან იმ შემთხვევაში თუ ბიუჯეტს ახალი საკრებულო განიხილავდა და მას ორჯერ ჩააგდებდა, ზუგდიდში მერობის ახალი არჩევნები უნდა დანიშნულიყო.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი