"მადონა მასწავლებლის ნახვას აღვნიშნავდით" | ბიუჯეტის მიღების შემდეგ, ივანიშვილთან დაახლოებულმა ოჯახმა "ოცნების" წევრებს უმასპინძლა

გამოქვეყნდა:

ქეიფი ზუგდიდში - ძალადობით დამტკიცებული ბიუჯეტის შემდეგ "ქართული ოცნების" წევრებმა და ახალმა მერმა, მათზე მორგებული მომავალი წლის ბიუჯეტი იზეიმეს.

სუფრას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ოჯახი მასპინძლობდა, წინა მოწვევის საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები და სხვა არაერთი მაღალჩინოსანი ესწრებოდა. "ოცნების" დეპუტატები მთელი ღამის განმავლობაში ქეიფობდნენ.

"ჩვენი მეგობრების ოჯახში ვიყავით, არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის, აღვნიშნავდით მადონა მასწავლებლის ნახვას. რომელია აბა საჯარო სამსახური აბა როემლია? ხო, კიბატონო, მერე საჯარო სამსახურის თანამშრომლებს არ შეუძლიათ მეგობრის ოჯახში, მასწავლებლის ოჯახში მოვიდნენ? ქალბატონო ემა, თქვენ სახლში სტუმარი რომ მოგდით რამეს აღნიშნავთ? მადონა მასწავლებელმა ძალიან დიდიხანია დაგვპატიჟა, დაემთხვა მერაბის ჩამოსვლა და ითხოვა, რომ მოვსულიყავით", - ამბობს ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია. 

მამუკა წოწერიას პოზიცია გაიზიარა სუფრის კიდევ ერთმა სტუმარმა, საკრებულოს წევრმა ოთარ ქადარიამ. მისი თქმით, მერიაში დასაქმებული ყველა ადამიანი ამ სუფრაზე ვერ დაეტეოდა "მერიაში მუშაობს მგონი 900-1000 ადამიანი, თავისი ა(ა)იპ-ით და ყველათი ერთად და 1 000 ადამიანი ამ ოჯახში ვერ დაეტევა, სულ რაღაც 10-15 კაცი ვიყავით".

აღსანიშნავია, რომ ოცნების ქეიფამდე ზუგდიდის საკრებულოში ვითარება უმართავი იყო, სადაც ხელისუფლებამ 2022 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ბიუჯეტის დასამტკიცებლად ყველა ბერკეტი და პოლიციის გაძლიერებული ძალები გამოიყენა. 

ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოს ბიუჯეტი 46 მილიონი ლარით განისაზღვრა, ამ თანხიდან 24 მილიონი საჯარო მოხელეების ხელფასებს მოხმარდება. 

ავტორი : ემა გოგოხია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი