"მარეგულირებელი ქმნის სახიფათო ტენდენციებს" | "მთავარი არხის" დასაცავად არასამთავრობოები ერთიანდებიან

გამოქვეყნდა:

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მზადაა, სასამართლოში დავის გაგრძელების ეტაპზე "მთავარი არხის" უფლებების დაცვაში ჩაერთოს. კოალიციის წევრი ორგანიზაციები ამბობენ, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება ცენზურის ნიშნებს შეიცავს და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას ისახავს მიზნად.

"მე პირადად მზად ვარ, ვიყო წარმომადგენელი "მთავარი არხის", რადგან მიმაჩნია, რომ სანქცირების ეს ტენდენცია არის საშიში არა მხოლოდ "მთავარი არხისთვის", არამედ გამოხატვის თავისუფლებისთვის, ნებისმიერი მაუწყებლისთვის", - ამბობს ორგანიზაცია "მედიის უფლებების" ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე.

მედიაექსპერტები მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების ხარვეზებზე და ფაქტობრივ უზუსტობებზეც ამახვილებენ ყურადღებას:

"გადაწყვეტილება შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. რამდენიმე პრობლემაა გადაწყვეტილებაში: ერთი ის, რომ ეს არ არის პოლიტიკური რეკლამა, მეორე რომც იყოს პოლიტიკური რეკლამა, ჩვენი კანონმდებლობა არ კრძალავს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას და ასევე თანხის ოდენობა არის საკმაოდ დიდი", - ამბობს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი. 

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ცენზურის დაწესების მცდელობა საშიში პრეცედენტია და ამას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ მარეგულირებელი ორგანო მოქმედებს. ისინი ფიქრობენ, რომ ცენზურა მომავალში ყველა კრიტიკულ მედიას შეეხება. 

"მარეგულირებელი გასცდა საკანონმდებლო ჩარჩოს, იმიტომ, რომ კანონმდებლობაში მის დისკრეციაში არ შედის ასეთი ტიპის შინაარსობრივი საკითხების რეგულირება. ხელისუფლებისადმი მიუღებელი კრიტიკული შინაარსის გამო, მარეგულირებელი ქმნის ძალიან სახიფათო ტენდენციებს. ის ერევა როგორც სარეკლამო შინაარსში, ასევე, სიუჟეტში. თუ გავიხსენებთ წინა ჯარიმას, რომელიც უხამსობას შეეხებოდა, უბრალოდ ფორმა არის განსხვავებული, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა",- ამბობს თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. 

შეგახსენებთ, ბექაურის უწყებამ "მთავარი არხი"  25 ნოემბერს სამი კლიპის გამო დააჯარიმა. "მთავარი არხი" 112 000 ლარით დაჯარიმდა. 

კომუნიკაციების კომისიამ კოლოსალური ჯარიმის მოტივად არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელება დაასახელა

ამავე თემაზე:

"მარეგულირებელი კომისია ძირს უთხრის დემოკრატიას, ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებას მივაწვდით" - თამთა მურადაშვილი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი