ჩვენი პოზიციები ნაწილობრივ არ ემთხვევა, მაგრამ ფაქტია, რომ ხარისხი ქართულ სასამართლოს არ აკლდება - ვოლსკი ელჩების კრიტიკაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მმართველი პარტიის ხედვა სასამართლო სისტემაზე, საერთაშორისო პარტნიორებისა და დიპლომატიური კორპუსის ხედვას არ ემთხვევა, თუმცა ამის მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ "ხარისხი ქართულ სასამართლოს არ აკლდება".

მმართველი გუნდის დეპუტატი ვარაუდობს, რომ სასამართლოს მომავალი საქმიანობა "ოცნების" სიმართლეს დაამტკიცებს". 

"ძალიან არ არის სასიამოვნო კრიტიკის მოსმენა, მაგრამ არსებობს არგუმენტები, რომელშიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორია გადაწყვეტილება, როდესაც აი, ამ ახალი კანონმდებლობით ნაბიჯს დგამ და აძლიერებ სასამართლოს. ჩვენი პოზიციები რაღაც გარკვეულ ნაწილში არ ემთხვევა კარლ ჰარცელის და იგივე აშშ-ის ელჩის განცხადებას, მაგრამ ფაქტია, რომ ხარისხი ქართულ სასამართლოს არ აკლდება, პირიქით, წინ მიდის, ასე რომ, პოზიციათა სხვაობა არ ნიშნავს კონფრონტაციას და ვფიქრობ, ჩვენი სიმართლე უნდა დაამტკიცოს სასამართლოს საქმიანობამ", - ამბობს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს აშშ-ს საელჩო კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა. წერილში პირდაპირ წერია, რომ "აშშ იმედგაცრუებულია".

იხილეთ ასევე:

მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე მოდელი სწორედ მათი მხარდაჭერით განვახორციელეთ - ოხანაშვილი აშშ-ის საელჩოს კრიტიკაზე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი