მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხვალინდელ პროცესზე დასწრებას ხელს უწყობს.
ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს მოინახულა, შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
მისი თქმით, მათ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ, მისცემენ თუ არა მესამე პრეზიდენტს სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობას, თუმცა ამბობს, რომ თავად მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრება სურს.
ბატონი პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს და ხვალ თვითონ იხილავთ, როგორ არის. ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ ხვალ იყოს სასამართლოზე. ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, თვითონ მოუთმენლად ელოდება რომ ხვალ შეხვდეს ხალხს ,- თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
რაც შეეხება, ენმ-ს წევრის, გიორგი ჩალაძის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრებთან მანქანა დგას, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ავრცელებს, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, პალატასთან მანქანები ნამდვილად დგას, თუმცა მას ინფორმაცია არ აქვს, თუ მანქანებია ის.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. ადვოკატების ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა უცნობია მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება მას ამის შესაძლებლობას.
წინა ორ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლოებს არ დაასწრეს.