
პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს და სასამართლო პროცესს დაესწროს, მას ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ამის შესახებ მან TV იმედის ეთერში ისაუბრა.
"ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერ ფორმა, სადაც ბრალდებულს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, ამის შესაძლებლობა ექნება. მიუხედავად წარსულში დაკავებული თანამდებობისა, ყველა პირი სასამართლოს წინაშე სარგებლობს თანაბარი უფლებებით, ყველა ბრალდებულს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის განხილვაში",- თქვა ამირან გულუაშვილმა იმედის ეთერში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. ადვოკატების ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა უცნობია მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება მას ამის შესაძლებლობას.
წინა ორ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლოებს არ დაასწრეს.