პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, ნიკა გვარამიას აცილებას ითხოვს. ამ შუამდგომლობით მოსამართლეთა კოლეგიას ჯარჯი წიკლაურმა, თბილისი საქალაქო სასმართლოში მიმდინარე პროცესზე მიმართა და მოტივად 2007 წლის 7 ნოემბერს, ნიკა გვარამიას თანამდებობას უკავშირდება.
სწორედ 7 ნოემბრის ეპიზოდის განხილვა მიმდინარეობს ამ წუთებში საქალაქოში.
პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამბობს, რომ იმ პერიოდში ნიკა გვარამიას პოლიტიკური თანამდებობა ეკავა პროკურატურაში, მიმდინარე მოვლენებში პირადად იყო ჩართული და ჰქონდა საქმის მასალებზე წვდომა, ახლა კი მისი თქმით, დაუშვებელია ამავე საქმეზე მხარედ იყოს ჩართული.
ნიკა გვარამიამ პროკურორის პასუხად განაცხადა, რომ თუ საქმის ფიგურანტი იყო, აქამდე რატომ არ დაიკითხა:
"თუ მე ფიგურანტი ვარ, აქამდე როგორ არ დამკითხეს? ტყუილია ეს ვის მივეცი მე "იმედში" წასვლის დავალება? თქვენ წარმოგიდგენიათ რო კონტრდაზვერვას მივეცი დავალება და მოწმედაც არ ვარ გამოძახებული? ბრალდება წაყენებული კი არა მოწმეც კი არ ვარ. თუ ეს ყველაფერი მე მეხებოდა, მე გავაკეთე, რასაც მე ვკითხულობდი ჩემი დაწერილი ბრალი არ იყო, მე სპიკერი ვიყავი. სპიკერ მოსამართლე გამოვიდეს საქმეზე მერე იყოს ადვოკატი და არ მისცეთ უფლება? მე როგორც პროკურორი არ ვიყავი, როგორც პროკურორი საქმეში მონაწილეობის მიღება არაა ბრიფინგის ჩატარება. თუ სარწმუნოდ იყო ეს საკითხები თავის დროზე მე რატო არ მკითხეს? კეთილი გენებათ გადაგემოწმებინათ ჩემთან სხვისი მოწმის ჩვენება სარწმუნოდ როგორ მიიღეთ? არც გადაგიმოწმებიათ პირველად მესმის რაზეა საუბარი საერთოდ"- მიმართა ნიკა გვარამიამ პროკურორს პასუხად.
სასამართლო პროცესს ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილიც.