
დროულად უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი სასამართლო გამოძიება, რადგან საზოგადოებაში საფუძვლიანად გაჩენილ შეკითხვებს პასუხი გაეცეს - ასე გამოეხმაურა კელი დეგნანი ბათუმში, საკრებულოს დეპუტატის "ნაციონალური მოძრაობიდან", ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას.
ამერიკის ელჩმა მწუხარება გამოთქვა:
"ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოვთქვამთ. ვიცით, რომ ის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი იყო და სურვილი ჰქონდა, საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფილიყო. დროულად უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი სასამართლო გამოძიება, რადგან საზოგადოებაში საფუძვლიანად გაჩენილ შეკითხვებს პასუხი გაეცეს",- ამბობს კელი დეგნანი.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლელოს" რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა მეგობარი ქვეყნების დიპლომატებს საგანგებო ბრიფინგზე მიმართეს და სთხოვეს, რომ მათი კოლეგის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებისა და ამ საქმესთან დაკავშირებულ პოლიტიკურ სკანდალზე ღიად ესაუბრათ.
ამავე თემაზე: