
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისივე სასამართლო პროცესს აღარ დაესწრება. ამ დროისთვის სასამართლოში 15-წუთიანი შესვენებაა გამოცხადებული.
მანამდე მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე ვრცელი სიტყვა წარმოთქვა. მან განმარტა რატომ გადაწყვიტა მიეტოვებინა წარმატებული კარიერა, თანამდებობა და დაბრუნებულიყო საქართველოში, სადაც იცოდა, რომ ციხეში მოხვდებოდა.
მან გაიხსენა გლდანის ციხეში გადაყვანის შემთხვევა და თქვა, რომ წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ისაუბრა ის ბრალდებებზეც, რაც მის წინააღმდეგ პროკურატურას აქვს.
დღეს სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს, რაზეც მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ ქართველმა ხალხმა ამ საქმეზე ვერდიქტი უკვე გამოიტანა.
მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე თქვა, რომ ეს სასამართლო სისტემა მისი შეცდომაა, რისთვისაც ბოდიში მოუხადა ყველას, ვისაც ამ სიტემის უსამართლობა შეეხო.
ამავე თემაზე: