მიხეილ სააკაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი 23 დეკემბერს გაიმართება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შემდეგი სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს გაიმართება. 

ამის შესახებ მოსამართლეთა კოლეგიამ გამოაცხადა. მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესი 11:00 საათზე გაიმართება. 

მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს განაცხადა. მაშინ მან გაავრცელა Facebook-პოსტი და ვიდეოები და თქვა, რომ ბათუმში იმყოფებოდა. მთელი დღის ძებნისა და არაერთი მტკიცებისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცრუობდა და კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა, "ოცნების" ხელისუფლებამ და მისმა პრემიერმა მოსახლეობას მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს მიაწოდა.

მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჯერ რუსთავის, შემდეგ კი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ, ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მესამე პრეზიდენტმა იქ შიმშილობა შეწყვიტა და უკვე მეათე დღეა მკურნალობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი