მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ ამნისტირებული სამხედრო ამოიცნო იმ პირებს შორის, ვინც გლდანის ციხეში, არაადამიანურად მოეპყრა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტობის დროს [2008 წელს], მის მიერ ამნისტირებული სამხედრო ამოიცნო იმ პირებს შორის, ვინც გლდანის ციხეში, მესამე პრეზიდენტს არაადამიანურად  ეპყრობოდნენ.

განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მისთვის წაყენებულ ბრალდებებზე საუბრისას გააკეთა:  

"ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები, 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა ამნისტია სამხედროების, 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი თმით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემ მიერ ამნისტირებული. ოღონდ ამნისტია კი არ მოხდა, ორჯერ მოხდა საპატიმრო ვადის შემცირება, განახევრება. იქიდან გავიდა კიდევ ექვსი თვე და ორმა სხვადასხვა მოსამართლემ გამოუშვა ესენი „უდოთი“ და აქედან ერთი მე მასამართლებს პიჯაკების საქმეზე" განაცხადა მესამე პრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც მოსამართლეთა კოლეგია დღეს 7 ნოემბრის საქმის ბრალდების ეპიზოდს განიხილავს.

სხომას მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. მან დარბაზიდან მიმართა საზოგადოებას. განცხადების გაკეთების შემდეგ კი სასამართლო პროცესი მის გარეშე გაგრძელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი