COVID 19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 12 ათასს მიაღწია | როგორ პასუხობს ხელისუფლება პანდემიას

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური დაპირისპირების მიღმა დარჩენილი კორონავირუსის პანდემია საქართველოსთვის სულ უფრო ტრაგიკული ხდება. ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვმა 12 ათასს მიაღწია და ბოლო 24 საათში 80 ადამიანი დაიღუპა.

ხელისუფლება ამ ტრაგედიას ფაქტობრივად არაფრით პასუხობს. მაშინ, როდესაც კლინიკები კვლავ შესაძლებლობების პიკზე მუშაობენ და კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გამოჩენას ქვეყანაში სპეციალისტები სულ რამდენიმე კვირაში ელიან, ერთადერთი ქმედითი ღონისძიება, რითიც "ქართული ოცნება" ეპიდემიას პასუხობს. ე.წ. მწვანე პასპორტებია, რომლებიც ხვალიდან შევა ძალაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი