ვინ არის პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს "პუტინის მონებს" ეძახდა

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" იმ პოლიციელის ვინაობა დაადგინა, რომელიც 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს "პუტინის მონებს" ეძახდა. 

პირი, რომელიც აქციის მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ისანი-სამგორის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსი ამირან ქრისტესიაშვილია. ის ამ თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა. 

მანამდე ქრისტესიაშვილი ორი წლის განმავლობაში შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

პოლიციის მაღალჩინოსანი ზარებს არ პასუხობს. მისი ქმედებები "მთავართან" საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ალექსანდრე რევაზიშვილმა გაიხსენა. 

"ამ პოლიციელს ვესაუბრებოდი მშვიდად, რომ რატომ იყო ასე აგრესიული ქალების და ახალგაზრდების მიმართ. ძალადობდა ფაქტიურად და არ ინდობდა, ცემაზეც გადადიოდა. აკეთებდა მოღალატეობრივ განცხადებას, საქართველოს ადანაშაულებდა ომში. შემდეგ გადმოვიდა ძალადობაზე, შენი ბელადი სააკაშვილიაო. როდესაც ვუპასუხე, რომ შენი ბელადი არის პუტინი და ივანიშვილი, მე აქ ძალადობას ვაპროტესტებ-მეთქი, გაბრაზდა და წამოვიდა ძალადობაზე. წიწაკის სპრეი შემასხა“, - ამბობს ალექსანდრე რევაზიშვილი.

ამირან ქრისტესიაშვილი გასული ორი წლის განმავლობაში შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

ცნობისთვის, პოლიციამ 29 ნოემბერს ჯამში 15 ადამიანი დააკავა, მათ შორის ბესიკ თამლიანი და გიგი უგულავა. უგულავას პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი