"შურისძიება, სადამსჯელო ღონისძიება ნიკა გვარამიას მიმართ" - არასამთავრობოები პროკურატურის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით, პროკურატურის მოტივაციასა და განცხადებაში მხოლოდ პოლიტიკური ქვეტექსტი იკითხება.

მესამე სექტორში იმ მუხლის პრობლემურობაზეც მიუთითებენ, რომლითაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საუბარია სსკ-ის 366-ე მუხლზე, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. 

"პროკურატურის გუშინდელი განცხადება, რომლითაც გვაცნობეს საზოგადოებას, რომ დაიწყო გამოძიება პროკურორების შეურაცხყოფის ბრალდებით, ვფიქრობ, წარმოადგენს შურისძიებას და სადამსჯელო ღონისძიებას ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას მიმართ.

ჩვენ 2019 წელს მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ამ მუხლის კონსტიტუციურობა შეემოწმებინა, ვინაიდან ტერმინი შეურაცხყოფა არის ძალიან ფართო ცნება და ტოვებს თვითნებობის დიდ რისკს ხელისუფლების მხრიდან, რომ ის გამოყენებული იქნას სწორედ ასეთ შემთხვევებში სადამსჯელო ღონისძიებად", - აღნიშნა "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილმა.

სსკ-ის 366-ე მუხლის ხარვეზზე საუბრობს ასევე საია-ს ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილი:

"სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს, ზოგადად არის ძალიან პრობლემური მუხლი თავისი შინაარსით და ფართო განმარტებას იძლევა იმის, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს პირი სისხლის სამართლი წესით. ეს ნორმა აქამდეც პრობლემური იყო და საგამოძიებო ორგანოს აძლევს საშუალებას, ფართო განმარტება მისცეს მას და ამ პირობებში რა თქმა უნდა, იყოს მიღებული მათთვის სასურველი გადაწყვეტილება", - თქვა ნიკა სიმონიშვილმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი