გიგი უგულავა ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ის უშუალოდ საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გოგა მემანიშვილმა დააკავა, თუმცა დღევანდელ სასამართლოში მემანიშვილი არ მისულა და არც ჩვენება მიუცია.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელთან, რომელიც მოსამართლეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების დეტალებზე აძლევდა ჩვენებას, კითხვები თავად უგულავასაც ჰქონდა და სწორედ მემანიშვილის მონაწილეობას ეხებოდა, თუმცა პოლიციელმა ეს დეტალები ვერ გაიხსენა და მხოლოდ ის თქვა, რომ "გოგა მემანიშვილი იყო იქ".
"სანამ მანქანამდე მიგიყვანეთ არ გითხარით რომ დაკავებული ხართ მეთქი?" - კითხვაზე კითხვით უპასუხა უგულავას სამართალდამცველმა.
თქვენ ჩემთვის არაფერი გითქვიათ, თქვენ საერთოდ არ მახსოვხართ იქ და დამკავებელი პირი არის გოგა მემანიშვილი - უთხრა უგულავამ პოლიციელს.
კონკრეტულ კითხვაზე, სად იყო მემანიშვილი დაკავების მომენტში, პატრულის თანამშრომელმა ვერ უპასუხა.
გიგი უგულავა სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილებას უგულავა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
იხილეთ ასევე:
"კარგი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს" - უგულავა 3 000 ლარიან ჯარიმაზე