განწყობილია, რომ დაესწროს ხვალინდელ პროცესს - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი განწყობილია, რომ ხვალინდელ სასამართლოს დაესწროს და ამისთვის ემზადება კიდეც. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტი ძირითადად ზის:

"ძალიან ვღელავდი გუშინ, ვრცელი გამოსვლა ჰქონდა, გაძლო და ფეხზე იდგა, იმედია, რომ ხვალაც იგივე მოხდება. ჩემთვისაც გუშინდელი მაგის გამოსვლა იყო საინტერესო, ბევრი რამე ისეთი გავიგე, რაც არ ვიცოდი. ვფიქრობ, რომ გამოსვლის შემდგ დეტალების მოსმენის შემდგ, რაც 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მე მგონი შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს." განაცხადა გიული ალასანიამ.

დედასთან ერთად, მესამე პრეზიდენტთან დღეს მისი უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილიც იმყოფებოდა.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასმართლო სხდომა ხვალაა ჩანიშნული. ხვალ დილით გახდება ცნობილი, დაასწრებს თუ არა იუსტიცია მესამე პრეზიდენტს მისივე სასამართლოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი