
მედიის წარმომადგენლების ნაწილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე შეუშვეს, თუმცა ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი, ნათია გოგსაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი შეაყოვნეს. მათ ეუბნებიან, რომ სიაში არ არიან.
"მთავარი არხიდან" პროცესს ეკა კვესიტაძე ესწრება, თუმცა "კავკასიას" მხოლოდ ნინო ჯანგირაშვილი წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე კოჭლამაზაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ნებას არ რთავს, მესამე პრეზიდენტის პროცესი პირდაპირ ეთერში გადასცეს, ისე როგორც ეს 29 ნოემბერს, ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე იყო.
ჟურნალისტების დასწრება სასამართლოზე გუშინ გავრცელებულ მიმართვაში, მიხეილ სააკაშვილმა ითხოვა.