
რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე - მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე იმ ბრალდებების შესახებ ისაუბრა, რომელსაც შოთაძის უწყება უყენებს და ერთ-ერთია საქმეში ბოტოქსში დახარჯული ფული.
მესამე პრეზიდენტი განმარტავს:
"გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას, რომლებზეც ლაპარაკობთ, გაუგზავნეთ და მიიღეთ იმათგან დადასტურება, თუ ეს იყო კოსმეტიკური პროცედურა, თუ ეს არ იყო ჩვეულებრივი კანის სნეულების მკურნალობა, რომელიც დამემართა 2008 წლის შემდეგ, ნერვულ ნიადაგზე, როგორც ექიმები ამბობდნენ, ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის. სურათებშიც შეგიძლიათ, რომ ნახოთ როგორ არის დასივებული სახე 2008 წლის შემდეგ და რომელიც რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე მიერთებას და ა.შ. მე არ ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ან თქვენ მაგ ცარიელ ბლანკებში რა ჩაწერეთ, მაგრამ გაუგზავნეთ იმ კლინიკებს და მიიღებთ პასუხებს", - მიმართა მიხელ სააკაშვილმა პროკურორებს.
ამავე თემაზე:
მე მინდა ხალხმა იცოდეს, 26 მაისს რა იყო... - მიხეილ სააკაშვილის პასუხი ბრალდებას