თეა წულუკიანი გეგმავს, რამდენიმე თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი თვითონ დანიშნოს. ამის შესახებ მან პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი და მე ვაპირებ, რომ რამდენიმე თეატრის შემთხვევაში ეს დისკრეციული უფლებამოსილება გამოვიყენო", - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, 20-ზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს იანვრიდან გასდის ვადა და შესაბამისი კონკურსები მომდევნო კვირიდან გამოცხადდება.