არც იმას დაგიმალავთ, არ მეწყინება, თუ გაისად ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

"ჩვენი ბიუჯეტი ამ პროგრამაში [კულტურის ხელშეწყობის] არ არის დიდი, წელს იყო 11 მილიონი ლარი, მაგრამ მე ხმამაღლა ვამბობ, რომ საწუწუნო არაფერია, 11 მილიონ ლარად შეიძლება ძალიან ბევრი საქმის კეთება, თუმცა არც იმას დაგიმალავთ, არ მეწყინება, თუ გაისად კიდევ, როგორც წელს ეს გააკეთეთ და ამისთვის დიდი მადლობა, გაისადაც ეს ბიუჯეტი გაიზრდება. თუმცა მუდმივად იმაზე წუწუნი, რომ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი არის პატარა, ეს არ არის ჩემი სტილი, რაც არის იმითაც შეიძლება ძალიან ბევრი საქმის კეთება და ჩვენ შევეცადეთ რომ ეს გვეჩვენებინა და წუწუნის რეჟიმიდან, რომელიც არაერთ კულტურის მუშაკს სჩვევია ხოლმე, გადავიდეთ მოქმედებაზე".

თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი