იუსტიციის საბჭოში 5 ვაკანტური პოზიციაა არამოსამართლე წევრებისთვის და რატომღაც არავინ  ჩქარობს, რომ შეივსოს - დეგნანი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ იმედგაცრუებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნების პროცესით. მისი თქმით, პროცესი დაჩქარებით წარიმართა იმის მიუხედავად, რომ არსებობს სხვა პრიორიტეტები:

,,იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის 5 ვაკანტური პოზიცია არამოსამართლე წევრებისთვის, ეს პოზიციები თავისუფალია თვეების მანძილზე და რატომღაც, არავინ არ ჩქარობს, რომ შეივსოს, მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ ხალხის აზრს სასამართლო სისტემაში, შესაბამისად ეს რთული ასახსნელია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დათანხმდნენ სასამართლო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია ინკლუზიური და სრული სასამართლო რეფორმის განხორციელება“, - ამბობს კელი დეგნანი​.

პარლამენტმა უზენაესში 4 მოსამართლე უვადოდ 1 დეკემბერს დაამტკიცა, რასაც მკაცრი შეფასებები მოჰყვა ადგილობრივი არასამთავრობოებისა და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი