"ანტიფსიქოზური პრეპარატების არადანიშნულებისამებრ დანიშვნა ფარმაკოლოგიური წამებაა" | მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მისთვის შეუსაბამო ფსიქოტროპულ პრეპარატს იღებდა და ამ შემთხვევაში საუბარია არა ჰოლანდიაში დანიშნულ, არამედ, ანტიფსიქოზურ პრეპარატზე.

ჯიშკარიანის თქმით, მსგავსი პრეპარატის არაადეკვატურად გამოყენება ფარმაკოლოგიურ წამებად ფასდება და მომხდარზე გამოძიება უნდა ჩატარდეს. 

გარკვეული კორექტირება მოვახდინეთ მის დანიშნულებაში. არაადეკვატურად იღებდა ის ფსიქოტროპულ პრეპარატს, ანუ ანტიფსიქოზურ პრეპარატზეა საუბარი და არა იმ დანიშნულებაზე, რაც მას ჰოლანდიაში ჰქონდა დანიშნული. შესაბამისად, დასკვნაში ასახული იქნება ყველა ეს გარემოება.

ფსიქოტროპული პრეპარატების, განსაკუთრებით ანტიფსიქოზური პრეპარატების არადანიშნულებისამებრ დანიშვნა განიხილება როგორც ფარმაკოლოგიური წამება.

ამდაგვარი წამების მეთოდი მიზნად ისახავს, ადამიანის გატეხვას, პიროვნულ დამორჩილებასა და მისი ფიზიოლოგიური და ფსიქიკური ფუნქციონირების დაქვეითებას.

რას ემსახურებოდა ეს, იყო ეს საექიმო შეცდომით დანიშნული, თუ რაიმე განზრახვას ემსახურებოდა, ეს უნდა გამოიკვეთოს გამოძიების მსვლელობისას, - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გუშინ, 4 დეკმბერს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს. არასაჭირო ნეიროლეფსიური პრეპარატებს ასმევენ, მისი თქმით, პრეპარატი ფიგურირებს, როგორც რუსთავის დაწესებულების, ისე გორის ჰოსპიტალის სამედიცინო დოკუმენტაციაში.

ჯიშკარიანის განცხადებას დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი გამოეხმაურა. თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ, ექიმის დანიშნულებისამებრ იღებს და არავითარ ზედოზირებას ადგილი არ აქვს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი