"პრეპარატი ჰოლანდიელი ექიმის დანიშნული არ იყო, ის დაინიშნა რუსთავის ციხეში" | ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ფსიქოტროპული პრეპარატი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის აძლევდნენ, ჰოლანდიელი ექიმების დანიშნული არ იყო. მისი თქმით, ის მიხეილ სააკაშვილის ჰოლანდიელ ექიმს ესაუბრა. ამის შესახებ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა.

"მე დღეს ველაპარაკე მის პირად ექიმს ჰოლანდიაში და გავარკვიე, რომ ის იღებდა მხოლოდ 2 წამალს, ეს არ არის ისეთი ფსიქოტროპული წამლები, რომელიც გამოიყენება ფართოდ საზღვარგარეთ და ეს ჰოლანდიელი ექიმის მიერ დანიშნულება არ იყო, ეს დაინშნა რუსთავის ციხეში. მედიკამენტის მიცემა შევწყვიტეთ პარასკევს და შაბათს პირველი სასამართლოს წინ",-თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, მიხეილ სააკაშვილს საშუალოზე მეტ დოზას აძლევდნენ, მისივე თქმით, თუკი დოზას გაუზრდიდნენ, ეს მის კიდევ უფრო სისუსტს გამოიწვევდა. ყიფშიძემ ასევე აღნიშნა, რომ გაზრდილი დოზის მიღების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე გამოსვლას ვერ შეძლებდა.

ეს მაღალი დოზა არ არის, მაგრამ საშუალოზე მეტი დოზაა და გამოიწვევდა უფრო სისუსტეს და ცუდ  მდგომარეობას. ხუთშაბათს და პარასკევს მე აქ დიდი ხანი ვიყავი და მაშინ ვგეგმავდით, როგორ წარდგებოდა სასამართლოს წინაშე. მე არ მეგონა, რომ შეძლებდა 1 საათზე მეტხანს გამოსვლას, ჩვენ ვფიქრობდით 30 წუთს და იმასაც ვფიქრობდით თუ შეძლებდა მისვლას. [გაზრდილი დოზები რომ მიეღო] ვერ გამოვიდოდა სასამართლოზე",-თქვა მან.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილი დღეს მოინახულა, გამოსვლის შემდეგ კი თქვა, რომ მესამე პრეზიდენტს გამოხატული სისუსტე აღენიშნება.

ცნობისთვის, ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გუშინ, 4 დეკემბერს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს. არასაჭირო ნეიროლეფსიური პრეპარატებს ასმევენ, მისი თქმით, პრეპარატი ფიგურირებს, როგორც რუსთავის დაწესებულების, ისე გორის ჰოსპიტალის სამედიცინო დოკუმენტაციაში

ჯიშკარიანის თქმით, მსგავსი პრეპარატის არაადეკვატურად გამოყენება ფარმაკოლოგიურ წამებად ფასდება და მომხდარზე გამოძიება უნდა ჩატარდეს. 

ჯიშკარიანის განცხადებას დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი გამოეხმაურა. თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ, ექიმის დანიშნულებისამებრ იღებს და არავითარ ზედოზირებას ადგილი არ აქვს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი