მომავალ წელს საჯარო სექტორში ხელფასები, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

როგორც იყო ჩვენი დაპირება, მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება და საჯარო მოხელეების ხელფასი მომდევნო წლებშიც გაიზრდება.

"როგორც იყო ჩვენი დაპირება - მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, ეს მომდევნო წლებშიც გაიზრდება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის,  ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდაზე პირველად  9 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლიდან საჯარო მოხელეებს ხელფასს ეტაპობრივად გაუზრდიან.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი