"ლექციები სახლში წაიკითხე"..."ვითომ თქვენ გელაპარაკებათ და ამ დროს მე მიყურებდა” - ხმაური ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლოზე

გამოქვეყნდა:

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ე.წ. ფულის გათეთრების საქმის სასამართლოზე. 

ჩვენების მიცემისას მამუკა ხაზარაძემ წაიკითხა ის მუხლები, რაც მას და ბადრი ჯაფარიძეს ბრალად აქვთ წარდგენილი. ხაზარაძის თქმით, ამ მუხლების წაკითხვით აყალიბებს მოსაზრებას, თუ რასთან აქვთ ზოგადად საქმე.

მუხლების წაკითხვა გააპროტესტა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა. ადვოკატმა ზვიად კორძაძემ კი პროკურორს მიმართა, რომ შემდგომ სხდომაზე სამართლებრივ საქმეზე “ლექციებს წაიკითხავს”.

“ლექციები სახლში წაიკითხე” - უპასუხა ზვიად კორძაძეს პროკურორმა

“წესიერად ილაპარაკე, რას ნიშნავს სახლში წავიკითხო. მე მივმართავ მოსამართლეს”- უპასუხა კორძაძემ პროკურორს.

“ბატონო მოსამართლე, დაცვის მხარე ვითომ თქვენ გელაპარაკებათ და ამ დროს მე მიყურებდა”, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

მოსამართლემ კი მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

მამუკა ხაზარაძე აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს ჩვენებას დღეს პირველად აძლევს 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი