
ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის ესაუბრა. საუბრის თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო.
"მე განმეორებით განვაცხადე, რომ აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოჰყვება", - აცხადებს ბლინკენი.
ცნობისთვის, დღეს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ვიდეო ფორმატში შეხვდებიან. საუბრის მთავარი თემა ამ შეხვედრაზეც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებებია. ამავე თემაზე: