17 დეკემბერს, თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ, კლუბი "ბასიანი" იხსნება - ნაჯა ორაშვილი

გამოქვეყნდა:

"ბასიანის" დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი წერს, რომ თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ, 17 დეკემბერს კლუბი იხსნება.

მისი ინფორმაციით, მუშაობას საქართველოს მასშტაბით სხვა კლუბებიც განაახლებენ.

"ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და Act4culture / The Cultural and Creative Industries Union of Georgia -ის მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა მხარდაჭერილია.

სამოქმედო გეგმას საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში ჩვენს მიერ ჩატარებული ორი საპილოტე ღონისძიების კვლევის შედეგი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება, იმისთვის რომ ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა მოიპოვონ უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი.

17 დეკემბერს, თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება.

მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი - უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს.

მალე, შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე", - წერს ნაჯა ორაშვილი. 

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის პირობებში "ბასიანს" დახურვის შემდეგ არცერთი ღონისძიება არ გაუმართავს. 

ღამის კლუბებმა ჯანდაცვის სამინისტროს სპეცილური პროტოკოლი წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც ისინი მუშაობის უფლებას ითხოვენ. საკლუბო ბიზნესმა სპეციალური გეგმა მას შემდეგ დასახა, რაც კლუბ "ხიდზე" შრომის ინსპეცია შევიდა და მისი დალუქვისა და 10 ათასი ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი