
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ერთმანეთთან ვიდეო ფორმატის შეხვედრა გამართეს. საუბრის მთავარი თემა უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობის მკვეთრი ზრდა იყო.
შეხვედრის შემდეგ ლიდერების მიერ განცხადებები მედიასთან არ გაკეთებულა, თუმცა თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია:
"პრეზიდენტმა ბაიდენმა შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო ძალების ესკალაციის გამო და მკაფიოდ თქვა, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და ჩვენი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიური გზების დაბრუნებისკენ მოუწოდა.
ორმა პრეზიდენტმა გუნდებს დაავალეს, თვალყური ადევნონ მდგომარეობას და აშშ ამას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით გააკეთებს. პრეზიდენტებმა განიხილეს აშშ-რუსეთის დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, ასევე ერთობლივი მუშაობა რეგიონულ საკითხებზე, როგორიც ირანია", - წერს თეთრი სახლი.
პრეზიდენტების შეხვედრამდე ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის ესაუბრა. ამავე თემაზე: