ორმაგი სტანდარტი რუსთავი 2-ის ორ პროცესზე - ნიკა გვარამიას და დვალი/აქიმიძის საქმეებზე სასამართლო ისევ ოლიგარქის კლანის სასარგებლოდ მოქმედებს.
მთავარი პროკურატურა ნიკა გვარამიას 20 მოწმეს დაკითხვაზე უარს ეუბნება და ფაქტობრივად ადასტურებს, რომ მისი მოქმედების მიზანი განაჩენის სწრაფად დადგომაა. თუმცა დღეს დაკითხვას გვერდი ვერ აუარა მთავარმა მოწმემ - რუსთავი 2-ის მოქმედი დირექტორი პაატა სალია დღეს 5 საათის განმავლობაში ცდილობდა აეხსნა, როგორ შეძლო ერთ კვირაში 7 წლის საფინანსო დოკუმენტაციის შესწავლა და რატომ მოხდა ისე, რომ რუსთავი 2 მისი დირექტორობის პირობებში გაცილებით ნაკლებ შემოსავლიანია, ვიდრე ადრე იყო .
რუსთავი 2-ის მოქმედი დირექტორი დღეს 5 საათის განმავლობაში ცდილობდა საკუთრი პოზიციის ახსნას ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწერილ საჩივართან დაკავშირებით.
როგორც გაირკვა სალიამ და მისმა გუნდმა სულ რაღაც 1 კვირაში შეამოწმეს 2012-2019 წლების ფინანსური დოკუმენტაცია, დაადგინეს სავარაუდო დანაშაულის ნიშნები და იმის მიუხედავად, რომ პროკურატურაში ნიკა გვარამიას წინააღდეგ გამოძიება უკვე დაწყებული იყო, მაინც მიმართეს საგამოძიებო უწყებას სპეციალური განცხადებით ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, "პრევენციის" მიზნით. კერძოდ, სალიას თქმით, არსებობდა საფრთხე, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიის გახსნის შემთხვევაში, რუსთავი 2-ის თანამშრომლები მასთან წავიდოდნენ სამუშაოდ ამიტომ საჭირო იყო პრევენციული ზომების მიღება.
აღსანიშნავია რომ რუსთავი 2-ს დღეს პარტნიორებთან, უფრო კონკრეტულად კი "პრაიმტაიმთან" ისეთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რომელსაც, ნიკა გვარამიას თქმით, შეუძლია "რუსთავი 2 დასვას ნულზე". თუ როგორ და რა სქემით, ამაზე განცხადება ნიკა გვარამიამ დღევანდელ სასამართლოზე გააკეთა და ჰოლდინგი "პრაიმტაიმი" თავის დამფუძნებლებიანად ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა.
ამავე თემაზე: