მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში ყოფილი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა -პროკურორი

გამოქვეყნდა:

პროკურორი აცხადებს, რომ დადგენილი ჰყავთ პირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში საქართველოში წამოსასვლელად ეხმარებოდა. აღნიშნულ საკითხზე მან სასამართლო პროცესის წინ ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული პიროვნება ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი მაღალჩინოსანია.

"ფაქტი ერთია, ადამიანი, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ შემოსულა ოფიციალურად სახელმწიფო საზღვარზე და ის იმყოფება საქართველში. რაც შეეხება მეორე საკითხს, რამდენად გამოკვლეულია, მტკიცებულებებით რამდენად დგინდება საიდან წამოვიდა და რა მიმართულებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დეტალურადაა დადგენილი მათ შორის უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვინ ეხმარებოდა, და ეს იყო წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი სტრუქტურიდან, რომელიც ეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხში", - თქვა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, დღეს საზღვრის კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესია ჩანიშნული. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. პროცესს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ დაესწრება. მის პოზიციას პროცესზე ადვოკატები გაახმოვანებენ, რომლებიც სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი