საზღვრის კვეთის საქმე - მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი 22 დეკემბერს ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დასრულდა.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე შემდეგი სხდომა 22 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. 

დღევანდელ სხდომას მესამე პრეზიდენტი არ ესწრებოდა. დღეს სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა. დაცვის მხარის ადვოკატების მოთხოვნით, საქმეს დერთვება "ოცნების" ლიდერების განცხადებები, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბოლო დასკვნა.

ცნობისთვის, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს ჯამში 5 ბრალდებული ჰყავს. მიხეილ სააკაშვილთან ერთად განსასჯელის სკამზე იმავე ბრალდებით ელგუჯა ცომაიაც აღმოჩნდა. მესამე პრეზიდენტის დახმარებისთვის კი გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი