
კონსპირაციული თეორია, რომელიც ივანიშვილმა ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ააწყო და რის საფუძველზეც სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო - ე.წ. ფულის გათეთრების საქმის დეტალებზე "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა და დეტალურად გაიხსნა როგორ დაიწყო ივანიშვილმა აღნიშნული საქმე, როგორ აღმოჩნდა მათთან ერთად ბრალდებული ავთო წერეთელიც.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, ყველაფრის გამომწვევი მიზეზი კრიტიკული მედია გახდა, რასაც დაემატა ანაკლიის პროექტიც:
"პირდაპირ ვამბობ, სრული პასუხისმგებლობით, რომ დამფუძნებელი ქართული ოცნების, ბატონი ივანიშვილი, როცა ესაუბრებოდა მისი პარტიის ერთ-ერთ წევრს, ეს იყო 2019 წლის გაზაფხული, ჩვენზე პირდაპირ უთხრა, რომ ესენი (ხაზარაძე და ჯაფარიძე) აფინანსებენ ტვ პირველს, პირდაპირ უთხრა, თან ძალიან გაღიზიანებულმა და ჩემთვის ნათელი გახდა რა იყო ამ ყველაფრის უკან.
შემდგომ ერთ ერთმა დიპლომატმა დამიდასტურა, რომ 2018 წლის ივნისში, როდესაც კვირიკაშვილი გადააყენა, ისეთი პირობები შეუქმნა, რომ უნდა გადამდგარიყო, იქ უთქვამს დიპლომატებთან, რომ ისინი ქმნიდნენ ალტერნატიული ძალაუფლების ცენტრს (სიტყვა სიტყვით, ინგლისურად მითხრა, მაგრამ თარგმანი ეს არის), რადგან მათ ჰქონდათ გეოპოლიტიკურ პროექტი ანაკლია, ბანკი და ამას დაემატა მის გონებაში მედიასაშუალება ტვ პირველი და შეიკრა კონსპირაციული თეორია, რომ ესენი არიან ძალაუფლების მსურველი ძალა. ამ შეხედულების საფუძველზე იქნა დაწყებული პოლიტიკური დევნა.
მერე ვიღაცამ მიუტანა ამბავი რომ 2008 წელს ისესხეს ფული ავთო წერეთლისგან და ეს კონსპირაციული თეორია ჩააცემენტა ამ კაცის გონებაში" განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
დღევანდელ სასამართლოზე სამივე ბრალდებულმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ისინი ამბობენ, რომ პროკურატურას უკვე დაწერილი აქვს წინასწარ საბრალდებო დასკვნა და მთელი სასამართლო პროცესი ფარსია. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
ამავე თემაზე:
"ყველანაირი მოლოდინი მაქვს... შეიძლება დაგვიჭირონ, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება" | მამუკა ხაზარაძე