
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ერიკა ოლსონს უფლება აქვს, გამოთქვას ის წუხილები, რაც საქართველოს მიმართ აქვს.
როგორც კუჭავამ აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის წუხილს სრულად იზიარებს.
"ერიკა ოლსონის განცხადებას თუ მოუსმენდით არა მხოლოდ ამ მონაკვეთში, ძალიან ბევრი პოზიტიური და მნიშვნელოვანი მესიჯი იქნა გაჟღერებული ჩვენ ორ ქვეყანას ურთიერთობებს შორის. რა თქმა უნდა, იყო წუხილებიც, რომელიც კონკრეტულად ეხებოდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პოზიციებს, რომელიც ადრეც მოგვისმენია.
ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ, და იქვე იქნა მისი მხრიდან აღნიშნული, რომ მეგობრები ვართ და სტრატეგიული პარტნიორები. ამიტომ, აქვთ მათ უფლება მსგავსი წუხილები გამოთქვან, რომელსაც სრულიად ვიზიარებ", - თქვა კახა კუჭავამ.
ცნობისთვის, ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
მის ამ განცხადებას "ქართული ოცნების" მხირდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა: